შაბათის ფორმულა” წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი დიმიტრი ქვაჭრელიშვილის წერილს აქვეყნებს, სადაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის გამოძიებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. წერილის თანახმად, თბილისის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა სულხან თამაზაშვილმა კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული ჭელიძე-კავილაძის დაკავების ღამეს, ოთარ ფარცხალაძეს ტელეფონით ანგარიში ჩააბარა.
“შემოვიდა სულხან თამაზაშვილი საძინებელში, ტელეფონზე ლაპარაკობდა, ახსენა “გისმენთ ანზორიჩ”. მე გამოვედი და ის წამიერად შეჩერდა… ჩემს სამუშაო ოთახში განთავსდნენ, თბილისის პოლიციის უფროსი სულხან თამაზაშვილი, მისი მოადგილე და თბილისის მკვლელობების სამმართველოს უფროსი… თამაზაშვილმა იქ მყოფ პოლიციელს სთხოვა, აკო ჭელიძის ნათქვამი ტელეფონით გადაეღო. მე მითხრა, რომ გავსულიყავი გარეთ…” წერს ქვაჭრელიშვილი წერილში, ფორმულას თანახმად.
ამავე წერილში ნათქვამია:
“ძმებმა კაკულიებმა მათ მისცეს 10 000 დოლარი სახარჯოდ, საქმის მოსამზადებლად, ხოლო 20 000 დოლარს მისცემდნენ საქმის დასრულებისთანავე, რათა ისინი საქართველოდან ფარულად გასულიყვნენ ევროპაში.”
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბუსა ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
