მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით.
როგორც სარჯველაძემ განმარტა, პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, სადაც მაღალია ალბათობა, რომ არ აკმაყოფილებენ შემწეობის მისაღებად დადგენილ პირობებს.
„გადაწყვეტილების მიღება ამ ბაზიდან ამოღების შესახებ, ამ სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, აპრიორი და ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ, შესაძლოა, წავაწყდეთ შემთხვევებს, როდესაც სიყალბეს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ეს პროცესი იქნება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, მკაცრი იქნება მიდგომები, მკაცრი იქნება ყურადღებაც და ბუნებრივია, შევეცდებით, რომ არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე. წინასწარ იმის თქმა, რამდენი იქნება, ან იქნება თუ არა სამართალდარღვევა, არ შემიძლია, თუმცა თუ იქნება, რეაგირებაც იქნება შესაბამისი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
