Saturday, February 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოთარ ფარცხალაძე განცხადებას ავრცელებს

February 20, 2026
ოთარ ფარცხალაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ჩემს წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დავალებით შეთხზეს – ყველაფერს გავაკეთებ ქართველ და რუს ერებს შორის ძმური ურთიერთობების გასაძლიერებლად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ – ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„შეთხზული დანაშაულებისთვის მდევნიან, იმისთვის, რაც არ ჩამიდენია, ცდილობენ ისტორიული სამშობლო წამართვან. საერთაშორისო კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. არ მეშინია. ეს ყველაფერი ყველაზე უკეთ ადასტურებს ჩემი არჩეული გზის სიმართლეს. მზად ვარ ჩემი სიცოცხლე გავიღო ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის.

დროა, წარსულში დავტოვოთ წარსულის წყენები, რომლებიც ჩვენი ერის მტრების მიერაა შექმნილი და წინ ვიაროთ. ქართველმა ხალხმა თვალები უნდა გაახილოს და გაიგოს, ვინ მოქმედებს მის ინტერესებში, ხოლო ვინ ინტრიგებს ხლართავს, რითაც უცხოელ პატრონებს ემსახურება, ანგრევს ჩვენს იდენტობას, წეს-ჩვეულებებსა და ერთიანობას. ასე შევძლებთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და რწმენის შენარჩუნებას“, – განაცხადა ფარცხალაძემ.

მან ასევე ქართველ და რუს ერებს შორის „ძმური ურთიერთობების“ გაძლიერებაზეც ისაუბრა.

„გრძელი და სახიფათო გზა გავიარე ჩემი სამშობლოს – საქართველოს – სამსახურში. და დღეს ზუსტად იმ წერტილში აღმოვჩნდი, საიდანაც ვიცი, რომ ახალი ფურცელი დაიწყება ძმურ ერებს შორის ურთიერთობაში…

მართლმადიდებლური რწმენა გვაერთიანებს…

ყველაფერს გავაკეთებ ქართველ და რუს ერებს შორის ძმური ურთიერთობების გასაძლიერებლად, რომელიც პატივისცემაზე, ერთიანობასა და გარე საფრთხეებისთვის ერთობლივ წინააღმდეგობაზეა დაფუძნებული“, – განაცხადა ფარცხალაძემ.

ცნობისთვის, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. ამასთან, ფარცხალაძეს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე წარედგინა ბრალი.

ფარცხალაძეს პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დიდი შანსი იყო ბაჩიაშვილი მოეკლათ”- ზურაბ ჯაფარიძე
  • “ყველაფერს გავაკეთებ ქართველ და რუს ერებს შორის ძმური ურთიერთობების გასაძლიერებლად”- ოთარ ფარცხალაძე
  • რა განაცხადა ხატია წერეთელმა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge