„დილით დამირეკა და მითხრა, არანაირი გარიგება და არანაირი საპროცესო შეთანხმება, ის ბრძოლას აპირებს. მართალი ვარ, ჩემი საქმე არ არის სისხლის სამართლის საქმეო, სამოქალაქო საქმეა და სისხლის სამართლის საქმეში გადატანილია პოლიტიკური დევნის გამო.
დღეს კი არ შემოგვთავაზეს საპროცესო, საპროცესო გარიგებაზე საუბარი სულ იყო. პროკურატურა ამას სთავაზობდა და გიორგი არ წამოვიდა. იცით გარშემო რა ხდება, ამიტომ წამოვიდა დღეს წინ საპროცესო გარიგების საკითხი. გიორგი და ჩვენ ბრძოლას ვაპირებთ!
ზუსტად 45 წამი დასჭირდა მოსამართლეების „ტროიკას“, მოსამართლე სილაგაძის მეშვეობით რომ ეს განაჩენი ძალაში დაეტოვებინა“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა.
შეგახსენებთ,რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ “რამზეს იახტების“ დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი – 8 წლით. გამოძიება კომპანია “ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე – კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაიწყო
