“მე, რომელ პარტიასაც წარმოვადგენ, მათ ვეტყვი, რომ არასოდეს არ ვიყოთ რაიმეს ხელის შემშლელები” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“მე მინდა გამოვეხმაურო ტელევიზორში, რასაც ვუყურებ ერთიანობასთან დაკავშირებით. რთულია ამის ყურება, რომ კიდევ პარტია, რაღაც იდენტობა, ძალიან მძიმე საყურებელია. მიუხედავად ამისა, ცხადია, იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც წარმოვადგენ მინდა მოვუწოდო, რომ არასდროს არ ვიყოთ რაიმეს ხელის შემშლელი.
ერთიანობა სადაც იქნება ყველგან უნდა ვიყოთ. ის ხალხი, რომელსაც არ უნდა ერთიანობა, ნუ ესვრით იმათ ქვებს და იმათ განსჯაში ნუ შევდივართ, დავანებოთ საერთოდ იმ ხალხს თავი. გავიგე, რომ ლელო არ შემოდის, აკეთებს თავის საქმეს, გააკეთოს აღარ გვინდა ყველა ეთერში დაჯდომა, რომ “ლელო როგორი ცუდია”.
მეტსაც გეტყვით, იქ გახარიას პარტიასაც დავანებოთ თავი. ყველა მინუს ივანიშვილი, ვისაც არ უნდა და ამბობს მე მარტო ვდგავარ, გააკეთოს… ნუ შედიხართ იმ ხალხის განსჯაში, ვინც ერთიანები ხართ იმათმა ილაპარაკეთ, ესაუბრეთ საზოგადოებას, დაიგეგმეთ, იმოქმედეთ.” – განაცხადა მან.
