ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა ელისო კილაძემ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან დიდი ხნის ნაცნობობა დაადასტურა.
ბერძენიშვილის თქმით, კილაძემ პროცესზე ისიც თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძეს ქოლ-ცენტრები არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც ამხელდა.
„გივი ჯიბლაძეს, გიორგი კამლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს – დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს და ამას არც თვითონ უარყოფდა დღეს პროცესის მიმდინარეობისას. მან დღეს დაადასტურა დავით მიქაძესთან და ირაკლი სეხნიაშვილთან ახლო მეგობრობა. ასევე დაადასტურა, რომ გიორგი მიქაძეს იცნობს. მხოლოდ განმარტა, რომ ოთარ-რომანოვ ფარცხალაძეს არ იცნობს. მანვე განმარტა, რომ მას[ფარცხალაძე] არ ჰქონდა ქოლ-ცენტრები, სხვა შემთხვევაში მასაც ამხელდა“, – განაცხადა პროკურორმა.
მოსამართლე ევა ბარბაქაძემ ელისო კილაძე პატიმრობაში გაუშვა.
როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, სასამართლომ გაითვალისწინა სრულად ბრალდების მხარის პოზიცია და 6-ივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.
