Thursday, February 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ქვეყანა დიდ სკანდალში ეხვევა” – რას წერს რომან გოცირიძე?

February 19, 2026
“ქვეყანა დიდ სკანდალში ეხვევა” – რას წერს რომან გოცირიძე?

“ქვეყანა დიდ სკანდალში ეხვევა” – ამის შესახებ პოლიტიკოს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ახლა უფრო ნათელია, თუ რატომ შეიყვანა ევროკავშირმა ყულევის პორტი დასასანქცირებელთა სიაში.
ქვეყანა დიდ სკანდალში ეხვევა. საქსტატმა გამოაქვეყნა 2026 წლის საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია და საოცარ ამბავს ვიგებთ: ქვეყანას, რომელიც არ ეწევა ნავთობის გადამუშავებას, მაშინ, როცა ყულევში მშენებარე ქარხანა ჯერაც არ ამოქმედებულა, იანვარში თურმე გააქვს 56 მილიონი დოლარის ღირებულების მზა ნავთობპროდუქტი. ნედლი ნავთობი კი არა, მზა ნაწარმი დიზელის საწვავის ან ბენზინის სახით. გრძელდება ის აფიორა, რაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ხდებოდა.

შარშან საქართველომ ექსპორტით(და არა რეექსპორტით) გაიტანა 79,5 მილიონი დოლარის ღირებულების 151,7 ათასი ტონა მზა საწვავი. ეს ოპერაცია განხორციელდა ძირითადად ნოემბერ-დეკემბრის თვეში. ეს ემთხვევა ოქტომბრის თვეში ყულევის მშენებარე ნავთობგადამამუშაველ ქარხანაში 105 ტონა რუსული ნედლი ნავთობის(ასეა კლასიფიცირებული საბაჟოს მიხედვით) შემოტანას.

პრობლემა იმაშია, რომ ეს ქარხანა ჯერაც არაა შესული ექსპლუატაციაში. მაშინ რა შეიძლება მომხდარიყო:
-საბუთებში მითითებული ნედლი ნავთობის ნაცვლად შემოიტანეს რუსული წარმოების დიზელის საწვავი ან ბენზინი და ექსპორტზე გაიტანეს როგორც ქართული პროდუქტი. ეს საბაჟო საბუთების გაყალბება და სისხლის სამართლის დანაშაულია. ამავე დროს, ეს სანქციების გვერდის ავლაცაა, ვინაიდან რუსული ნავთობპროდუქტი ევროკავშირის ქვეყანაში(მალტა) გაიყიდა.

-შესაძლოა შემოტანილი იყო დიზელის საწვავის ნახევარფაბრიკატი(თუმცა საბაჟოზე ნედლი ნავთობია დაფიქსირებული), მოხდა მასში მცირე მოცულობით სხვა ნივთიერებების შერევა, ანუ ხარისხის “გასწორება” დამამატებით. ეს არ არის ნავთობის გადამუშავება, ეს ლოგისტიკური კოსმეტიკაა. მისი გატანა თუნდაც ამ მანიპულაციით არის სანქციების დარღვევა.
მეორე ვერსიაა, შემოვიდა ყულევის ტერმინალში რუსული ნედლი ნავთობი და გავიდა ექსპორტზე აზერბაიჯანული მზა ნავთობროდუქტი, ოღონდ როგორც საქართველოში წარმოებული.

“აზერბაიჯანული” სოკარიც დიდ შარშია გახვეული, რადგან ყულევის ტერმინალი მისი, ანუ აზერბაიჯანის სახელმწიფოს საკუთრებაა.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც რუსეთთან აკავშირებენ, როგორც ზემოთ ითქვა, ჯერაც არ ამუშავებულა და უკვე სერიოზული დარღვევებით იწყებს ოპერირებას და დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, მერე რა, ვიხეიროთ შექმნილი მდგომარრობით, ფული ხომ ქვეყანაში რჩება? არავითარი ფული არ რჩება: შემოვიდა რუსული საქონელი, გადმოიტვირთა ყულევის ტერმინალის რეზერვეუარებში, ისევ გადაიტვირთა გემზე და გავიდა უცხოეთში. არავითარი დამატებული ღირებულება არ შექმნულა, არც ყულევის ქარხანას მიუღია მოგება, არც ბიუჯეტში შესულა ფული, არც მუშებს მიუღიათ ხელფასი. ნაღები მოხსნეს ვიღაცებმა და ქვეყანა სერიოზული რისკის ქვეშ ჩააყენეს.

“სოკარმაც” უნდა გასცეს პასუხი ბრალდებებს. ევროკავშირში მისი პორტის დასანქცირების საკითხი იხილება და ჯერჯერობით იტალია აფერხებს ამ პროცესს. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ აზერბაიჯანული გაზი საქართველოს გავლით შედის იტალიაში.
სისხლიანი ფულით ხელის მოთბობა და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა არავის შერჩება” – წერს რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავეს
  • რატომ გახდა იანვარში ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო პარტნიორი და რომელი პროდუქციის გაყიდვამ დაამყარა რეკორდი?
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე – ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge