ქობულეთში, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ეკალბარდს გაუჩნდა.
ხანძრის ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებს.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
შემთხვევის ადგილას ქობულეთის მერი და დაბა ჩაქვის წარმომადგენელი იმყოფებიან.
ფოტო: „აჭარის ტელევიზია“
