Wednesday, February 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დავით კაკულია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პირველ განმარტებას აკეთებს

February 18, 2026
დავით კაკულია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პირველ განმარტებას აკეთებს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა, დავით კაკულიამ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პირველი განმარტება გააკეთა.

შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები დავით და გურამ კაკულიები დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთნენ.

ცნობისთვის, ისინი სხვა საქმეზე უკვე პატიმრობაში იმყოფებიან.

დავით და გურამ კაკულიები ბრალს არ აღიარებენ. დავით კაკულია განმარტავს, რომ მათ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა არავისთვის დაუვალებიათ და დარწმუნებულია, რომ 5 წლის წინ მოკლული ახალგაზრდის ოჯახი ამას გაიგებს და საჩივარს გაიტანს.

“ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიები პროცესებზე გაიგებენ ამას და გაიტანენ საჩივარს პროკურატურიდან. გამორიცხულია შეკერილ საქმეზე ამდენი უდანაშაულო ადამიანი დასაჯონ, ამ მოგონილი…” – განაცხადა დავით კაკულიამ. 

პროკურატურამ 17 თებერვალს განაცხადა, რომ ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს.

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდება წარედგინათ გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ [ბუსა] ჟვანიას. ბუსა ჟვანია საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილია.

გურამ და დავით კაკულიები სისხლის სამართლის სხვა საქმეზე არიან მსჯავრდებულები და სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან.

უწყების განცხადებით, ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამამისზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით დაგეგმეს.

ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელზეც უმძიმესი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჩამოურეცხავი ტვირთი ხელისუფლების კისერზეა”- წერს გია ხუხაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლაგოდეხში მერის წარმომადგენელი დააკავეს
  • ექსპერტი იმ შესაძლო მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც დავითაშვილი სუს-ში დაიბარეს
  • მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge