Wednesday, February 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ზეგ ისევ ვბრუნდები საქართველოში”- ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ქვეყანა დატოვა

February 18, 2026
“ზეგ ისევ ვბრუნდები საქართველოში”- ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ქვეყანა დატოვა

საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ფორმულასთან ადასტურებს, რომ საქართველო დატოვა, თუმცა, ამბობს, რომ ქვეყანაში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.

მისი თქმით, ქვეყანიდან წასვლა სამსახურებრივი საქმის გამო მოუწია.

“არ გავქცეულვარ, ზეგ ისევ ვბრუნდები და იქით კვირაში ისევ წასვლა მიწევს და ასე შემდეგი 3 კვირის განმავლობაში, 4-ჯერ მიწევს საქართველოს დატოვება. რა თქმა უნდა საქმიანი, კომერციული [შეხვედრები მაქვს]. მე მაქვს კერძო ბიზნესი, ვაკეთებ კერძო ბიზნესს და ვარ საქმიანად წამოსული, რომელიც დაგეგმილი იყო, ასევე ყველასთვის ნაცნობი იყო და არაფერი ამაში სასპეკულაციო არ არის”, – ამბობს ლევან დავითაშვილი.

ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ დააკავებენ, ლევან დავითაშვილი, რომელიც სუს-ში გუშინ გამოკითხეს, ასე პასუხობს:

“არა, რატომ აკეთებთ აქაც სპეკულაციებს? არანაირად. გამოძიებასთან მე ნებისმიერი კითხვა თუ იქნება, გავცემ პასუხს”, – ამბობს ის.

გუშინ, 17 თებერვალს ქართული ოცნების ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

სუს-ში გამოკითხვაზე ლევან დავითაშვილთან ერთად გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ განიხილეს საქართველოს გაზმომარაგების საკითხი. მისივე თქმით, ამ საკითხზე სუს-ს “ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია” მიაწოდეს.

მოგვიანებით, სუს-ში განმარტეს, რომ ლევან დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე.

მათ თქვეს, რომ გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს
  • ხელჩართული ჩხუბი, ჩალეწილი მანქანები და დაკავებების სერია – რა მოხდა სასამართლოსთან
  • „მათ შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ქართულ კრიმინალურ ჯგუფთან“ – პოლონეთში 4 ქართველი დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge