ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შესახებ წერს:
“რა უნიათო ჩლუნგია ეს კაცი, ორი ღერი “ფეიკი” ვერ დაუდგამს.
ამ ფოტოს აქვეყნებენ კადიროველები, რომ ჩამოვიდაო კადიროვი უკრაინაში და აგერ ბენზინგასამართ სადგურზე ლოცულობსო… თვითონაც როგორ როლშია, ეს იარაღიც მოუდგამს გვერდით, დაცვა, ისა-ესა და არის ერთი ამბავი.
უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ კომპანია роснефть უკრაინაში საერთოდ არაა, რუსულია”, – წერს ცხომელიძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.