ლევან ჯაგველაძის მკვლელობის საქმე – საქალაქო სასამართლოში მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების – გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ გიორგი მიქაძე ესწრება. დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებიან.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 4 მოწმე ჰყავს გამოსაკითხი – ესენი არიან სასტუმრო “თაუერის” თანამშრომლები. როგორც პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მოწმეები გელა უძილაურის და გიორგი ჯოხაძის შეხვედრების შესახებ ისაუბრებენ.
ასევე დღეს ჩვენებას მისცემს ორი გამომძიებელი, რომელსაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება აქვს ამ საქმეზე ჩატარებული.
