მუსიკოსი მაია დარსმელიძე საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:
“მეგობრებო, თხოვნით მოგმართავთ!
მყავს ლტოლვილები უკრაინიდან ახალგაზრდა გოგო, ორი შვილით (10 და 11 წლის გოგონები არიან). ჩამოვიდნენ მხოლოდ ერთი ჩემოდნით! სჭირდებათ თბილი ტანსაცმელი. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ ტანსაცმლით დამეხმაროთ. და გთხოვთ, ნაცვამი არა, თითო რამე არაძვირი, მაგრამ ახალი იყოს.
ასევე, მინდა იცოდეთ, რომ ეს გოგო ხარკოვის თეატრის სცენოგრაფი და კოსტუმების მხატვარია, ასევე ძერწავს სკულპტურებს და იქნებ შევძლოთ ამ გოგოს დასაქმება.
ბავშვებისთვის რაიმე გასართობიც თუ იცით (მაგალითად ხატვის, ან ცეკვის წრე)…
მოკლედ, მომწერეთ აქ, ან ინბოქსში. ძალიან მინდა ყველამ ცოტ-ცოტა რაღაცით დავეხმაროთ.
მადლობა”, – წერს დარსმელიძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.