2026 წლის 17 თებერვალს დგება ჩინური ახალი წელი – წითელი (ცეცხლოვანი) ცხენის წელი. ეს არის უდიდესი ენერგიის, დინამიკის, სისწრაფისა და ვნების წელიწადი.
მოდი, გავიგოთ ამ მისტიკური დღესასწაულის საიდუმლოებები და ვისწავლოთ, როგორ მოვიპოვოთ ცეცხლოვანი ცხენის კეთილგანწყობა. 🧧🐎✨
🧧 რას ნიშნავს „ჩინური ახალი წელი“?
ჩინური ახალი წელი, ანუ გაზაფხულის ფესტივალი (Chunjie), არის ბუნების გამოღვიძების, ოჯახური ერთობისა და სულიერი განწმენდის სიმბოლო.
2026 წელი: ცეცხლოვანი ცხენი
ცხენი სიმბოლოა თავისუფლების, დაუღალავი შრომისა და წინსვლის. ცეცხლის სტიქია კი მას მატებს ქარიზმას, სიმამაცესა და ლიდერულ თვისებებს. ეს წელი იქნება მათთვის, ვინც არ უშინდება რისკს და სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს.
ახალი წლის პირველ დღეებში სახლის დალაგება არ შეიძლება, არ შეიძლება თმის დაბანა და შეჭრა.
ახალი წლის პირველ დღეებში არ უნდა ჩაიცვათ შავი, ლურჯი, მწვანე.
საახალწლო საჩუქარი უნდა იყოს თანხა, აუცილებლად ლუწი.
