“ბრალდება სრულიად მიუღებელია, არ ვეთანხმები იმ ფაქტს რომ ბუსა ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებდა” – აღნიშნულის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ “მეტრონომს” განუცხადა, რითაც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
“ბრალდება სრულიად მიუღებელია, არ ვეთანხმები იმ ფაქტს რომ ბუსა ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებდა.
მან ნამდვილად არაფერი იცოდა.
გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – არ უარვყოფთ, რომ კაკულიას მეგობარი იყო, მაგრამ ადამიანს ასეთი რამ დააბრალო, მეორე ტრაგედიაა.
ერთი უბედურება ესაა, რაც მოხდა მეორეა ადამიანს წაუყენო ისეთი ბრალი, რომელიც გაგვანადგურებს” – განაცხადა მან “მეტრონომთან”.
პროკურატურის ინფორმაციით, გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება.
