Monday, February 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ განმარტავს საკონსტიტუციო მოსამართლე ხუჭუას წარდგინების განხილვაზე უარის თქმას

February 16, 2026
როგორ განმარტავს საკონსტიტუციო მოსამართლე ხუჭუას წარდგინების განხილვაზე უარის თქმას

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინების განხილვაზე უარის თქმას განმარტავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო განიხილავდა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესაძლო ჩადენის ფაქტზე. თავის მხრივ, კონსტიტუციური წარდგინებებით სადავოდ გამხდარი დანაწესი მიემართებოდა ზემოხსენებულ სამართალდარღვევათა არა პირველად, არამედ განმეორებით ჩადენის შემთხვევას. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარდგინებების ავტორი არ იდგა მის მიერ განსახილველ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გასაჩივრებული რეგულაციების გამოყენების საჭიროების წინაშე, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის აუცილებელი საკანონმდებლო წინაპირობაა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ №1923, №1929 და №1931 კონსტიტუციური წარდგინებები არ აკმაყოფილებდა დასაბუთებულობის მოთხოვნას და არ უნდა ყოფილიყო არსებითად განსახილველად მიღებული.

2026 წლის 12 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ მიიღო არსებითად განსახილველად №1923, №1929 და №1931 კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილისა და 173-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.
სადავო წესის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა პირველად ჩადენისთვის შეფარდებული ჯარიმის გადაუხდელობის ფაქტი (მიუხედავად გადაუხდელობის მიზეზებისა), ავტომატურად წარმოშობდა ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულო საფუძველს  სამართალდარღვევათა განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორის პოზიციით, აღნიშნული მოწესრიგება ეწინააღმდეგებოდა არაპროპორციული სასჯელის აკრძალვის კონსტიტუციურ მოთხოვნას, თანასწორობის ნორმა-პრინციპსა და ადამიანის ფიზიკური თავისუფლების დაცულობას.
საკონსტიტუციო სასამართლომ, უწინარეს ყოვლისა, გააანალიზა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედო თითოეულ კონსტიტუციურ წარდგინებას და მივიდა დასკვნამდე, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო განიხილავდა  საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესაძლო ჩადენის ფაქტზე. თავის მხრივ, კონსტიტუციური წარდგინებებით სადავოდ გამხდარი დანაწესი მიემართებოდა  ზემოხსენებულ სამართალდარღვევათა არა პირველად, არამედ განმეორებით ჩადენის შემთხვევას. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარდგინებების ავტორი არ იდგა მის მიერ განსახილველ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გასაჩივრებული რეგულაციების გამოყენების საჭიროების წინაშე, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის აუცილებელი საკანონმდებლო წინაპირობაა.
კონსტიტუციური წარდგინებების ავტორი არ უარყოფდა, რომ სადავო ნორმები  მის განხილვაში მყოფი საქმეების გადაწყვეტისთვის უშუალოდ გამოსაყენებელი კანონი არ იყო, თუმცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთა სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, გასაჩივრებული რეგულაციები გამოიწვევდა მათი კონსტიტუციური უფლებების სამომავლოდ დარღვევას, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განმეორებით ჩადენის დროს.  ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კონსტიტუციური წარდგინების მექანიზმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ ნორმებთან მიმართებით, რომელიც მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში უნდა გამოიყენოს საქმის განმხილველმა სასამართლომ და ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვა უფრო ფართო, შორსმიმავალი განმარტების საშუალებას კონსტიტუცია და  წარდგინების ინსტიტუტის მარეგულირებელი ორდინალური კანონმდებლობა არ იძლეოდა.  საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ  კონსტიტუციური წარდგინების მეშვეობით ისეთი ნორმების გასაჩივრება, რომელიც დაწყებულ სამართალწარმოებაში გამოსაყენებელი კანონი ვერ იქნება, უსაფუძვლოდ გამოიწვევდა საქმის განხილვის შეჩერებას, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციურ პრინციპთან და ინდივიდთა უფლება-მოვალეობების დროულად განსაზღვრულობის ინტერესთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კონსტიტუციური წარდგინებების ავტორი ფართოდ და იმავდროულად არასწორად აღიქვამდა საერთო სასამართლოს მოსამართლის როლს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის სფეროში, ისევე როგორც, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებს, რომლის თანახმადაც იგი აღჭურვილია უფლებამოსილებით, საერთო სასამართლოების წარდგინების საფუძველზე იმსჯელოს არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ იმ კანონის (ნორმატიული აქტის) შესახებ, რომელიც უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ მის განხილვაში მყოფი კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ №1923, №1929 და №1931 კონსტიტუციური წარდგინებები არ აკმაყოფილებდა დასაბუთებულობის მოთხოვნას და არ უნდა ყოფილიყო არსებითად განსახილველად მიღებული.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილისა და 173-ე მუხლის შენიშვნის  მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის  პირველ  პუნქტთან და მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან   მიმართებით,” – წერია განცხადებაში. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჭადრაკის დიდოსტატი მოულოდნელად გარდაიცვალა
  • როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში
  • “მე-5 პრეზიდენტს ყვავილებით მიადექით და პირველ პრეზიდენტს იარაღით… რა მოტივაცია შეიძლებოდა გქონოდათ”- ცოტნე კობერიძე ხაინდრავას

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge