Monday, February 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუს აქტივისტებს თბილისში ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის გამართვის უფლება არ მისცეს

February 16, 2026
რუს აქტივისტებს თბილისში ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის გამართვის უფლება არ მისცეს

რუს აქტივისტებს თბილისში ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის გამართვის უფლება არ მისცეს.

რუსი აქტივისტების თქმით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით, თუმცა შსს-მ თავისუფლების მოედანზე შეკრება აუკრძალა და განუმარტა, რომ არც გზაზე დგომის უფლება ჰქონდათ და არც ტროტუარზე. ისინი საბოლოოდ ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ შენობაში შეიკრიბნენ.

რუსმა აქტივისტებმა ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის ორგანიზება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ოპოზიციის ლიდერის გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ ალექსეი ნავალნი ეპიბატიდინით, იგივე სამხრეთ ამერიკული ბაყაყის შხამით მოწამლეს.

სამწუხაროდ, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში აღმოჩნდა, სადაც კრძალავენ ასეთი აქციის გამართვას. მთელმა მსოფლიომ გაიგო რა გახდა ნავალნის სიკვდილის მიზეზი, ის მოწამლეს ბაყაყის შხამით. მისი გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. როდესაც ეს ამბავი გავიგეთ გადავწყვიტეთ შევკრებილიყავით და სოლიდარობის აქცია გაგვემართა, მაგრამ მათ გვიპასუხეს, რომ არც გზაზე დგომის უფლება გვქონდა და არც ტროტუარზე. მათ უბრალოდ გვითხრეს, რომ არ შეიძლება.

სამწუხაროდ, რასაც ახლა ქართული პოლიცია აკეთებს ძალიან გავს რუსული პოლიციის მოქმედებას. ბოლო 4 წელში, რაც აქ გადმოვედი, ყველაფერი შეიცვალა, არა მხოლოდ პოლიცია, არამედ ბიუროკრატიული საკითხების გადაწყვეტაც ძალიან გავს რუსულს,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 13 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • ჭადრაკის დიდოსტატი მოულოდნელად გარდაიცვალა
  • როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge