Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

ამ დაძაბული ჟამიანობის დროს მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, თითქმის 32 წელია რამდენჯერაც გამახსენდა, იმდენჯერ ცრემლები მახრჩობს… – დალი ჩიტალაძე

March 25, 2022
ამ დაძაბული ჟამიანობის დროს მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, თითქმის 32 წელია რამდენჯერაც გამახსენდა, იმდენჯერ ცრემლები მახრჩობს… – დალი ჩიტალაძე

3 მარტს, დედის დღეს, მო­დის ექ­სპერ­ტმა დალი ჩი­ტა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აფხა­ზე­თის ომის დროს მომ­ხდარი სევ­დი­ან ის­ტო­რი­ა გაიხსენა:

“ამ დაძაბული ჟამიანობის დროს მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, რომელმაც დიდი სევდა დამიტოვა და უკვე თითქმის 32 წელია რამდენჯერაც გამახსენდა, იმდენჯერ ცრემლები მახრჩობს… 

ეს იყო სოხუმის დაცემის მერე… უამრავი დევნილი თბილისს მოაწყდა… ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა მთხოვა სატუმრო “ივერიაში” უახლოესი დევნილი ოჯახი დასახლდა და სურსათ-სანოვაგე და აუცილებელი პირველადი დახმარების ნივთები ერთად მიგვეტანა, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი და ვეწვიეთ დატვირთულები. კარები გაგვიღო ულამაზესმა შავებში ჩაცმულმა დარბაისელმა ქალმა, სევდიანი ღიმილით გაგვიღიმა და ბევრი მადლობებით მიგვიპატიჟა. სატუმროს ნომერში კიდევ მისი მეუღლე და რამდენიმე დევნილი იყო. საზარელი ისტორიები მოვისმინე, ისე ჰყვებოდა მისი შვილების დაღუპვას, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მისი მეუღლე კი გაქვავებული იდგა და ძალიან ბევრს ეწეოდა და არც ერთხელ არ გამოუხედავს…

ყველაზე დიდი კულმინაცია იყო ის, რომ შვილმკვდარმა დედამ, ბოლო წინადადება მითხრა: “ყველაზე დიდი უბედურება იცი რა არის?! –  სახლი რომ იწვოდა, ვერ მოვასწარი  ჩემი ოჯახის ფოტოების ალბომი ამეღო, არცერთი შვილის და ჩემი ბედნიერი ცხოვრების ამსახველი არაფერი დამრჩა”- ეს თქვა და გამეხებულმა მამაკაცმა ისეთი ტირილი დაიწყო მეგონა კედლები გასკდებოდა…

ეს ომის საშინელების ამსახველი ერთი ისტორიააა, ეხლა როცა უკრაინას ამდენი დევნილი ჰყავს, ამდენი შვილმკვდარი დედა… გახსენებაც მზარავს!!!

 დღეს დედის დღეა, ჩემი ლამაზი დედაც დიდ ტკივილს ატარებს, სახლი ჩემი დიანას და დათოს ფოტოებით აქვს მოჭედილი, სულ საყვედურს ვეუბნები, რად გინდა ამდენი ფოტო ერთად გამოფენილი-მეთქი, ეღიმება… მეშინია არ დამავიწყდეს მათი ღიმილი და მათი გამოხედვაო… რაც დრო გადის კიდევ უფრო მესმის იმ ტრაგიკული დედის დარდი, რომელსაც არცერთი ფოტო არ დარჩა გარდაცვლილი შვილების…

ყველა დედა მინდა ბედნიერი იყოს და მათი შვილების ბედნიერებით იხარონ, დედის დღეს გილოცავთ”, – დაწერა დალი ჩიტალაძემ “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე და ურთავს ფოტოს.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და მდგომარე-(ი)ს გამოსახულება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას – განახლებული პროგნოზი
  • “ვხედავ, მტკვარში 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ…”- გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge