თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, ამ წუთებში, ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია.
თვითმხილველების ინფორმაციით, სახლში ქალია დარჩენილი. მისი მდგომარეობის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია ცნობილი არ არის.
ადგილზე სახანძრო – სამაშველო სამსახური იმყოფება, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს. ადგილზეა პოლიცია და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.
