Monday, February 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა და ახალი გამოცხადდა” – კახი კალაძე

February 16, 2026
“ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა და ახალი გამოცხადდა” – კახი კალაძე

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 2025 წლის 21 ოქტომბერს გამოაცხადა ტენდერი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ. ტენდერის მსვლელობისას დიდი იყო დაინტერესება უცხოური კვალიფიციური კომპანიების მხრიდან და აქტიურად მიმდინარეობდა აუცილებელი ტექნიკური პარამეტრებისა და პროცედურების დაზუსტება. ტრამვაის მშენებლობის განხორციელებისთვის გამოიკვეთა ტექნიკური პარამეტრებისა და პროცედურების კორექტირების აუცილებლობა სატენდერო დოკუმენტაციაში. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ტენდერის მიმდინარეობის შეწყვეტისა და შესაბამისი ცვლილებებით ახალი ტენდერის გამოცხადებისა, რომელიც მიმდინარე წლის 13 თებერვალს აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის (ADB-ის) წესებით გამოცხადდა. ცვლილება ხელს შეუწყობს, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოური კვალიფიციური კომპანია დაინტერესდეს და გამოხატოს ინტერესი აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად. ტენდერის დასრულების თარიღად გამოცხადდა 31 მარტი. ცვლილება არ შეხებია პროექტის ბიუჯეტსა და შესრულების ვადას“ – თქვა კალაძემ

„ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის დასახლების მეტროპოლიტენის ხაზთან მიბმა და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება.

აღნიშნული ტენდერი, გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს შესაბამისი ინფრასტრუქტურის დეპოს
მოწყობას. ტრამვაის დეპო გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო-საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სასადგომო ტერიტორია, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვის ცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი“ – ამბობს კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების ვადად განისაზღვრა 36 თვე ხელშეკრულების ხელმოწერიდან, ხოლო პროექტის ღირებულება შეადგენს 416 592 000 ლარს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაზაფხულის ყვავილები და მათი სასარგებლო თვისებები
  • დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – დიზაინერი გლდანის საპატიმროს 9 ივნისს დატოვებს
  • თელავში, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია – რა ვითარებაა ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge