Tuesday, February 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ იქცა ძალადობის მსხვერპლი ჟიზელ პელიკო ფემინიზმის ახალ სიმბოლოდ

February 16, 2026
როგორ იქცა ძალადობის მსხვერპლი ჟიზელ პელიკო ფემინიზმის ახალ სიმბოლოდ

ჟურნალ Time-ის ვერსიით წლის ადამიანი 72 წლის ფრანგი ქალი გახდა . 2024 წელს ის ასევე მოხვდა BBC-ისა და Financial Times-ის მიერ შედგენილ ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში.

მთელი მსოფლიო ათწლეულებია, გაჰყვირის, რომ ძალადობა მიუღებელია, მაგრამ სისასტიკე და უსამართლობა კვლავ მეორდება. XXI საუკუნეში ქალის როლი რადიკალურად შეიცვალა — ისინი აღარ არიან ჩყმად და არ არიან დამორჩილებულნი, არამედ გახდენ ძლიერები, რომლებიც იბრძვიან საკუთარ უფლებებისთვის და სამართლიანობისთვის რისკზეც მიდიან. საქმე მხოლოდ ფემინიზმს არ ეხება — ქალს დღეს ყველაფერი შეუძლია: შრომა, შემოსავლით ოჯახის დამოუკიდებლად უზრუნველყოფა, შემოქმედებითი განვითარება, მრავალმილიარდიანი იმპერიის ხელმძღვანელობა და ამავდროულად ოჯახისთვის თავგანწირვა.
საუკეთესო მაგალითი ნებისმიერი ქალისთვის — სხვა ქალია. ჩვენი დღევანდელი გმირი არის 72 წლის ფრანგი ჟიზელ პელიკო, რომელიც 10 წლის განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო 50 მამაკაცის მხრიდან — რაც შემთხვევით გაიგო მრავალი წლის შემდეგ. მას შეეძლო ანონიმურობის შენარჩუნება, მაგრამ საჯაროობა თავად აირჩია — რათა ყველა მსხვერპლს სცოდნოდა, რომ მარტო არ არის და რომ სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს.

ჩვენ გიყვებით უშიშარი და ძლიერი ქალის, ჟიზელ პელიკოს ამბავს, რომელმაც სასამართლოზე ხმამაღლა განაცხადა: „სირცხვილი მხარეს უნდა იცვლიდეს“.

ისტორია
თავზარდამცემი ძალადობის შემთხვევა შესაძლოა საიდუმლოდ დარჩენილიყო, რომ არა დამნაშავე დომინიკ პელიკოს სიშლეგე. 2020 წელს ის დააკავეს საფრანგეთში „აფსკერტინგის“ გამო — ის ქალებს ქვემოდან უღებდა ფოტოებს და ვიდეოებს მათი თანხმობის გარეშე. გამოძიებისას მის კომპიუტერში აღმოაჩინეს 20 000-ზე მეტი ფაილი, რომლებიც მისი მეუღლის, ჟიზელის მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას ასახავდა.

10 წლის განმავლობაში დომინიკი თავის ცოლს აკრძალულ ნივთიერებებს ურევდა, და როცა ის უგონოდ იყო, მასზე სექსუალურად ძალადობდა. უფრო მეტიც, დომინიკი უცხო მამაკაცებს ეპატიჟებოდა, რომ მათაც ეძალადათ. ამ ადამიანებს დომინიკი ონლაინ განცხადებებით უკავშირდებოდა — სთავაზობდა სექსს სამში. ვიდეოებიც სწორედ მან გადაიღო. მხილებულებს შორის იყვნენ: ექიმი, მეხანძრე, ჟურნალისტი, ელექტრიკოსი, პოლიციელი. სისასტიკეს პროფესია არ აქვს — მაგრამ სქესი ჰქონდა: ყველა ისინი მამაკაცი იყო.

ამ ყველაფრის შესახებ ჟიზელმა გამოძიებასთან ერთად გაიგო — წარმოგიდგენიათ? 10 წელი ქალი ვერ ხვდებოდა, რომ იძულებული იყო სექსუალური ურთიერთობა ჰქონოდა ათეულობით უცხო ადამიანთან.

სასამართლომ დომინიკ პელიკო 20 წლით თავისუფლების აღკვეთით დასაჯა, დანარჩენი დამნაშავეები კი 5-დან 15 წლამდე პატიმრობით.

ჟიზელ პელიკო — წლის ადამიანი
დომინიკ პელიკოს მომავალი აღარავის აინტერესებს — საზოგადოება მხოლოდ იმედს გამოთქვამს, რომ ის ციხიდან ვერასდროს გამოვა. თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა საზოგადოებრივი რეაქცია და თავად ჟიზელ პელიკოს მომავალი.

მან თავიდანვე უარი თქვა ანონიმურობაზე. სურდა, რომ ეს საქმე საჯარო გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დომინიკის კომპიუტერის მასალების ჩვენებაზე უარი განაცხადა, მათი სისასტიკის გამო, ჟიზელის ადვოკატმა ყველაფერი მაინც გაასაჯაროვა. ჟიზელს სურდა ეჩვენებინა, რომ სირცხვილი მსხვერპლს კი არა, მოძალადეს ეკუთვნის — და ამ გზით სხვების დაცვა.

იხილეთ ვრცლად

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
  • „ფულადი დახმარება 7 000 ლარის ნაცვლად, იქნება 20 000 ლარი…“ – დეტალები
  • გოგა მანია საზოგადოებას აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge