Monday, February 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას” – ადვოკატი

February 16, 2026
“ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას”  – ადვოკატი

“ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას” – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ბაჩო ახალაიას საქმეში არ არსებობს მოწმე, რომელიც მას ხელს ადებს. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო პროცესს ბაჩო ახალაიაც დაესწრება.

„სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია გასაგებია იქიდან გამომდინარე, რომ არ უნდათ საზოგადოებამ დაინახოს, რომ საქმეში მტკიცებულება არ არის და უნდათ, ჩუმად ჩაატარონ სასამართლო. სხდომის დახურვის არანაირი მიზეზი არ არსებობს, ანალოგიური საქმე სხვა პროცესზე ღიად მიმდინარეობს.

საერთოდ არაფერი მტკიცებულება არ არის, ზუსტად ეს არის სასაცილო ნაწილი. უბრალოდ IP მისამართი აქვთ ამოღებული და მეტი არაფერი და ის გავრცელებული, დამონტაჟებული ვიდეო ჩანაწერი. ოფიციალურად დასკვნა არის გაცემული საქმეში, რომ თავად მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით არაფერი დასტურდება [ვიდეო ჩანაწერთან მიმართებით]. შესაბამისად, ის, რომ ყალბი და დამონტაჟებული იყო, საზოგადოებამ ისედაც იცოდა, უბრალოდ ეს თავადაც დაადგინეს და მეტი არაფერი. ფიზიკურად არ შემდგარა ასეთი ზარი და როგორ შეიძლება, რომ ამ ვიდეოს ავთენტურობაზე ვისაუბროთ. საქმეში ფიზიკურად ვერაფერი ჩადეს. დამატებულია მხოლოდ გარკვეული საპროცესო მოქმედებები, რომელიც მტკიცებულება არ არის.

ბაჩო ახალაიას ბრალში ედავებიან თვითონ იმ პირებთან საუბარს, რომელიც ვითომ ორგანიზატორებად დაიჭირეს. ანუ ასეთი ფიქრი აქვთ, თან ხომ ესაუბრა, ამასაც ვერ ადასტურებენ და რომ ესაუბრაო, თან მითითებები მისცაო. ბრალში სწორედ ასეა. საქმეში კი გადმოცემული არ არის, რა შინაარსზე შეიძლება საუბარი ყოფილიყო, თავი დავანებოთ იმას, რომ კავშირი არ დგინდება“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

მისი თქმით, ვისი განცხადების საფუძველზე დაიწყო ახალაიას წინააღმდეგ გამოძიება, ამის შესახებ ასე ვერ ისაუბრებს, რადგანაც საქმე გასაიდუმლოებულია და კონკრეტული სახელების და გვარების გაცემის უფლება არ აქვს.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კრემლში “ქართული ოცნება” შეაქეს
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
  • თბილისში – 30-ე საჯარო სკოლაში ხანძარია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge