Monday, February 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ანი ნადარეიშვილს მოწმის სტატუსი აქვს და ის ვერ იქნება ადვოკატი – ახალაიას საქმის პროკურორი

February 16, 2026
ანი ნადარეიშვილს მოწმის სტატუსი აქვს და ის ვერ იქნება ადვოკატი – ახალაიას საქმის პროკურორი

სისხლის სამართლის საქმეზე 46 ტომამდე საქმის მასალაა წარმოდგენილი, ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს პირის ბრალეულობას – ანი ნადარეიშვილს მოწმის სტატუსი აქვს. მოწმე ვერ იქნება ადვოკატი ამ სისხლის სამართლის საქმეზე, – ამის შესახებ პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახალაიას მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარე იშუამდგომლებს გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას, ასევე, გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიების საკითხიც.

„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე, ასევე იშუამდგომლებს სასამართლო სხდომის დახურვას. დახურვის მოტივაცია გახლავთ შემდეგი – მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებულია იმგვარი მტკიცებულებები და მონაწილე პირები გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ასევე, გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე არის საიდუმლო მასალები, რის გამოც მიზანშეწონილად მიგვაჩნია სასამართლო სხდომის დახურვა.

სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ათეულობით ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის არსებობს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაც. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება მტკიცებულებების შინაარსზე ბრალდების მხარე, ამ შემთხვევაში, ვერ გააკეთებს განმარტებას, თუმცაღა გიდასტურებთ, რომ საქმეში არსებობს ამგვარი მტკიცებულებები. ძალიან ბევრი პირდაპირი მტკიცებულება გვაქვს მოპოვებული. სისხლის სამართლის საქმეზე 46 ტომამდე საქმის მასალაა წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე, ამდენად, ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს პირის ბრალეულობას. სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იქნებიან ის ექსპერტები, რომლებმაც გასცეს შესაბამისი დასკვნები და დაიკითხებიან სასამართლოს წინაშეც”, – განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ სიახლის სამართლის საქმეზე ბაჩო ახალაიას მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს მოწმის სტატუსი აქვს, შესაბამისად ის ბაჩო ახალაიას ადვოკატირებას ვერ გაუწევს.

„ანი ნადარეიშვილი გახლავთ მოწმე ამ სისხლის სამართლის საქმეზე. [ ის, რომ მოწმეს შეუძლია მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს] ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. ბრალდებულის სტატუსი მას არ აქვს. მოწმის სტატუსი აქვს. მოწმე ვერ იქნება ადვოკატი ამ სისხლის სამართლის საქმეზე“, – განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში – 30-ე საჯარო სკოლაში ხანძარია
  • ეს ხელისუფლება არის დასამხობი, ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება, დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი პოზიცია – ბაჩო ახალაია
  • რუსეთი და 4 სხვა ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე და საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ერთსაც და მეორესაც – ირაკლი კობახიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge