“დაიცავი განათლება” – “ქართული ოცნების” ე.წ. განათლების რეფორმის წინააღმდეგ მოქალაქეები დღეს ისევ ქუჩაში გადიან. პროტესტის ეპიცენტრი 14:00 საათზე განათლების სამნისტრო, 19:00 საათზე კი სოხუმის უნივერსიტეტი იქნება.
ამის გარდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს ელოდება პასუხს განათლების სამინისტროსგან, შედგება თუ არა გაფართოებული შეხვედრა პასუხისმგებელ პირებთან ერთად.
მოვითხოვეთ უფრო გაფართოებული შეხვედრა პასუხისმგებელ მიმღებ ყველა პირთან არა მხოლოდ ბატონ გივი მიქანაძესთან, იმიტომ, რომ არ შეიძლება,ა სე დაჩეხო წარმატებული უნივერსიტეტი, არ მისცე მას საერთოდ არსებობის უფლება, – ამბობს ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.
პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის პრობლემა არ არის და მას სისტემური საფრთხის ნიშნები აქვს. მათი შეფასებით, პროცესები შესაძლოა აკადემიური სივრცის პოლიტიზებასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების დასუსტებას ემსახურებოდეს.
ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის თქმით, ვითარება განათლების სისტემისთვის ფართო რისკებს ქმნის:
მათ უნდათ, პოლიტიკურად დასაჯონ ილიაუნი და გაანადგურონ ის, იმიტომ, რომ ხვდებიან, რომ აქ უფრო მეტად არის განსხვავებული აზრი, ვიდრე სხვა უნივერსიტეტებში. ეს არის მათი მიზანი და რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ეს მიზანი არის ძალიან ნათელი და შავით თეთრზე დაწერილი. ამიტომ, დღეს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ორი უნივერსიტეტის გადარჩენაზე, ჩვენ არ ვსაუბროთ ორი უნივერსოტეტის გადარჩენაზე და მინდა ვთქვა, რომ დანარჩენი უნივერსიტეტებსაც უნდა ესმოდეთ, რომ თუ ეს გაუვათ, აუცილებლად მათაც მიადგებიან, ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი.
