არანაირი მტკიცებულება და მოწმე არ არსებობს საქმეში და სწორედ ამიტომ არის დახურული სხდომა, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს ის სიმართლე, რისთვის ჰყავთ ბაჩო ახალაია დაკავებული, ეს არის ერთადერთი არგუმენტი., – ამის შესახებ თავდაცვის ექსმინისტრის, ბაჩოა ახალაიას მეუღლემ განაცხადა.
ანი ნადარეიშვილის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ “ბაჩოს წინააღმდეგ საქმეში არაფერი არ დევს საერთოდ, გამოძიება დასრულებულია“.
მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბაჩოს წინააღმდეგ საქმეში არაფერი არ დევს საერთოდ, გამოძიება დასრულებულია, არაფერი დაუმატებიათ, დღეს არის წინასასამართლო სხდომა და არანაირი მტკიცებულება, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ არსებობს საქმეში, – ამბობს ნადარეიშვილი.
რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ნადარეიშვილი ამბობს, რომ ეს ისედაც ნათელი იყო, რადგან ამ ჩანაწერით ბრალი არ წაუყენებიათ.
დევს ექსპერტიზის დასკვნა, არ აქვეყნებენ. პროპაგანდისტული მედია იყენებდა ამას, რომ ადამაინებზე ზემოქმედება ყოფილიყო და დაეჯერებინათ. ეს დასკვნა დევს, რომელიც ადასტურებს, რომ ჩანაწერი ყალბია, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.
