“რა უნდა გავაკეთოთ, რომ არასდროს დაგვემართოს სიმსივნე – ამ თემაზე უნდა გელაპარაკოთ ახლა” – ექიმი მარინე ძაგნიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.
„ყველაფერი რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება ან უნდა მოხდეს, წყდება მიტოქონდრიებში. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჯანსაღი მიტოქონდრიები შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა:
ვიტამინ დ-ს დონე შევინარჩუნოთ უმაღლეს საფეხურზე. 70-80 ნანომეტრი-მილილიტრის ფარგლებში.
აუცილებელია ინტერვალური კვება, კარგია თუ შევძლებთ 18 საათიანს, თუ ვერ შევძლებთ 16 საათიანს ან 14 საათიანი მაინც. ამასთან თუ შეძლებთ თვეში 2 ჯერ სრული შიმშილობა, მხოლოდ წყალი.
აუცილებლად უნდა მიიღოთ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ნიორი, ხახვი, ბროკოლი, ისპანახი. შევზღუდოთ ჩვენს რაციონში კარბოქსიდები. შაქარი და კარბოქსიდები არის ის რაც აზიანებს ჩვემს მიტოქონდრიებს.
რკინა მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ მისი გაუკონტროლებელი დალევა არ შეიძლება, რკინა არის ის, რისი ზედმეტი დოზით მიღება საშიშია, ამით ზიანდება მიტოქონდრია.
ასევე ერთი რჩევა,სახლში თუ გაქვთ რკინის ტაფები, ყველაფერი გადაყარეთ. ნუ დაგენანებათ. რკინა, რომელიც გაცხელების შემდეგ საჭმელში გადადის სწორედ ეს რკინა ანადგურებს მიტოქონდრიებს.
ასევე არ დაგავიწყეთ ვარჯიში – ამბობს ვიდეოში ექიმი.
