“მშვიდობის საბჭოს შეუზღუდავი პოტენციალი აქვს. გასული წლის ოქტომბერში მე გამოვაქვეყნე გეგმა ღაზაში კონფლიქტის სამუდამოდ დასრულების შესახებ და ჩვენი ხედვა ერთხმად მიიღო გაეროს უშიშროების საბჭომ. ჩვენ რეკორდულად სწრაფად დავეხმარეთ და უზრუნველვყავით ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი მძევლის გათავისუფლება. გასულ თვეში, შვეიცარიის ქალაქ დავოსში, ორგანიზაციის ოფიციალური ფორმირების აღსანიშნავად და ღაზის სექტორისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მომავლისთვის თამამი ხედვის მსოფლიო მშვიდობის წარმოსადგენად ორი ათეული გამორჩეული დამფუძნებელი წევრი შემომიერთდა. 2026 წლის 19 თებერვალს ვაშინგტონში, დონალდ ჯ. ტრამპის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტში კვლავ შევხვდები მშვიდობის საბჭოს წევრებს, სადაც გამოვაცხადებთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისა და რეკონსტრუქციისთვის ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს, ასევე ღაზის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად, საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებსა და ადგილობრივ პოლიციაში ათასობით პერსონალი გამოყვეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “ჰამასმა” შეასრულოს სრული და დაუყოვნებლივი დემილიტარიზაციის ვალდებულება. „მშვიდობის საბჭო“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანო იქნება და ჩემთვის დიდი პატივია მისი თავმჯდომარეობა“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.
