Sunday, February 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისში დედების პროტესტი იწყება – აქციებს სათავეში ნიკო კვარაცხელიას დედა ჩაუდგება

February 15, 2026
თბილისში დედების პროტესტი იწყება – აქციებს სათავეში ნიკო კვარაცხელიას დედა ჩაუდგება

თბილისის ცენტრში 5 წლის წინ ჩაცხრილული ახალგაზრდის დედა ქუჩის პროტესტს აანონსებს. იზა ომაძემ, შვილის შეკვეთილი მკვლელობის საქმის გასახსნელად, მასშტაბური აქციები ინგა გრიგოლიას “დღის ამბებში” დაანონსა. ქალი, რომელიც წლებია სიმართლის დადგენას ითხოვს, ამტკიცებს, რომ დანაშაული ჩაიფარცხა, რაშიც, მისი თქმით, მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ, ამიტომ დრო, რომელიც პროკურატურას ობიექტური გამოძიებისთვის ჰქონდა ამოწურულია. მომავალი კვირიდან ქუჩაში, დედების პროტესტი იწყება.

პირველი ქართული სოციალური ქსელის შემქმნელი 2021 წლის 15 სექტემბერს საცხოვრებელ კორპუსთან ათზე მეტი გასროლით მოკლეს. ამ საქმეზე პასუხისგებაში სულ 3 პირი მიეცა. ჯგუფურ მკვლელობაზე გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ცნეს დამნაშავედ, რომლებიც 16 და 17 წლით გაუშვეს ციხეში. მათ მეგობარს, ირაკლი ბიბილეიშვილს, დანაშაულის დაფარვისთვის 3 წელი შეეფარდა. მკვლელები ნიკო კვარაცხელიას არ იცნობდნენ, რის გამოც პირადი ანგარიშსწორების ვერსია თავიდანვე გამოირიცხა, თუმცა დამკვეთებად დასახელებული ძმები კაკულიების მიმართ გამოძიებაც კი არ დაწყებულა.

იზა ომაძე ერთადერთი შვილმკვდარი დედა არ არის, რომელიც ქუჩის პროტესტს აანონსებს. სიმართლის დასადგენად ახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედაც. 23 წლის პროგრამისტი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4 დღიანი ძებნის შემდეგ, დაუსახლებელ ადგილას საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, თუმცა ოჯახს აქვს ეჭვი, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა ბევრი იცოდა უკანონო ქოლცენტრებზე, რის გამოც ქალი მოკლეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გამოიჩინეთ სიფრთხილე – საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას გარკვეულ მარშრუტზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს – დეტალები
  • 16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge