მძიმე დღის შემდეგ ასეთი სტატუსი რომ დაგხვდება ფბ-ზე… სხვა რა უნდა თქვა თუ არა: “ადამიანი ადამიანისთვის მზეა!!!” დიახ, ქალბატონო ეკა, თქვენ მზესავით ანათებთ დიდი ტკივილის მიუხედავად!!! მზის ენერგია კი უშრეტია!!!!!
მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა!!! ღმერთს ვთხოვ ამ ქვეყნად ნაკლები შავოსანი დედა იყოს დღეის იქით!!!” – წერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში და მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს პასუხობს, რომელმაც დღეს მას სოლიდარობა გამოუცხადა
იზა ომაძე 5 წელია სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს. ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობას დამკვეთი ჰყავს, თუმცა გამოძიებას ამ მიმართულებით არ უმუშავია: “ხელის გულზე მიდევს ყველაფერი სახელებით და გვარებით რა მოხდა და პროკურატურამ როგორ არია საქმის ფიგურანტი გახმაურებული გვარები” – ამბობს ომაძე სატელევიზიო ეთერში
