“მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გატარებული ორი ძალიან დატვირთული დღის შემდეგ უკვე კიევში ვარ. ბევრი შეხვედრა გაიმართა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ უკრაინა დახმარების ახალ პაკეტებს მიიღებს. მთავარი პრიორიტეტი ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა. ეს ზამთრის განმავლობაში ნომერ პირველი საკითხია და თქვენ ეს იცით. ამიტომ, მიუნხენში ამაზე ვესაუბრეთ ფაქტობრივად ყველა ლიდერს, ვისაც ჩვენი დახმარება რეალურად შეუძლია. მათ შორის, ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებები ზუსტად ისე იმუშავებს, როგორც საჭიროა. საჰაერო თავდაცვა ყოველდღიურად საჭიროა. მომავალ კვირას ველოდებით შეხვედრებსა და ახალ ენერგეტიკულ პაკეტებზე მუშაობას. ეს ეხება როგორც დარტყმების შემდეგ აღდგენით სამუშაოებს, ისე საჭირო აღჭურვილობას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც უკვე გვეხმარება” – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
