Sunday, February 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

არჩილ მუსელიანცი ციხეში დაწესებულ აკრძალვებზე საუბრობს

February 15, 2026
არჩილ მუსელიანცი ციხეში დაწესებულ აკრძალვებზე საუბრობს

პრო ევროპული აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი იმ საგნების ჩამონათვალს ასახელებს, რომლებიც ციხის ადინისტრაციამ პატიმრებისთვის აკრძალა. ამის შესახებ ის ტვ პირველისთვის გამოგზავნილ წერილში წერს.

მუსელიანცის განცხადებით, შეზღუდვები შეეხო ჰიგიენურ საშუალებებს, საკანცელარიო ნივთებსა და სხვა პირად ნივთებს. მისი თქმით, განსაზღვრულია ასევე პატიმრებისთვის ამანათების გაგზავნისა და სატელეფონო ზარების გრაფიკი, რომელიც, როგორც წერილში აღნიშნავს, კორპუსებისა და ფლიგელების მიხედვით განსხვავდება.

წერილში მუსელიანცი პენიტენციური სამსახურის საჯარო განცხადებებსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ყოველთვის დააფიქსირებს.

“გიგზავნით ოფიციალურ დანართს, თუ რისი შემოგზავნაა შესაძლებელი 8 თებერვლის მდგომარეობით და ჩამოვწერ, რა აკრძალეს. აიკრძალა ყველანაირი ჰიგიენური საშუალება კბილის ჯაგრისის გარდა, საპონიც კი. აიკრძალა ფეხსაცმლის თასმები, კალმები, ყველანაირი ფანქრები, ბლოკნოტები, რვეულები. აიკრძალა ისეთი წიგნები, რაც, რეჟიმის თვალსაზრისით, რეჟიმს საფრთხეს შეუქმნის. აიკრძალა ისეთი თეთრეული და პირსახოცები, რაც მოთეთრო და ღია ფერის არ არის. პატიართან შეგზავნის უფლება აქვთ მხოლოდ თვეში ორჯერ. დარეკვებთან დაკავშირებით რაც გავრცელდა, არის სიმართლე, რადგან მთელი საპატიმრო საუბრობს ამის შესახებ.

კორპუსებს კვლავ ანსხვავებენ ერთმანეთისგან და არა მარტო კორპუსებს, საკნებსაც კი. მაგალითად, მე ვიმყოფები მესამე კორპუსში და თებერვლის მდგომარეობით, მესამე კორპუსის B ფლიგელი რეკავს ორ დღეში ერთხელ.

ამ ყველაფერს იმიტომ გწერთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა თავისი ფეისბუქ პოსტებით და ლამაზი ტექსტებით შეცდომაში არავინ შეიყვანოს. როგორც კი პენიტენციური სამსახური გაავრცელებს სიცრუეს, მე ყოველ ჯერზე ვამხელ მათ. დატუსაღება არ ნიშნავს გაჩუმებას. თუ წერილების ან დარეკვის აკრძალვას დააპირებენ, ამით დამტკიცდება, რომ რეჟიმი სუსტი ყოფილა. გამაგრდით! გმირები დაგვცქერიან ზევიდან!, – წერს არჩილ მუსელიანცი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპი ირანის ლიდერს მიმართავს
  • არჩილ მუსელიანცი ციხეში დაწესებულ აკრძალვებზე საუბრობს
  • “დაიცავი განათლება” – განათლების რეფორმის წინააღმდეგ დედა ენის ბაღში აქცია იმართება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge