“მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყველაფერს ხედავს, ამიტომ მე ამ ყველაფერში უფლის ხელს ვხედავ. უფალი მოქმედებს. თუ ჩვენ დავინახეთ ვინ ვინ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი მოვიდა, სიმართლე მოვიდა ჩვენთან და როცა ხედავთ ამას არ შეწუხდეთ, კი ის შესაწუხებელია, რასაც აკეთებენ, მაგრამ უფალი ხომ მოვიდა? ხომ გაჩვენათ? ხომ გაჩვენათ, რა არის სიმართლე?… “- აცხადებს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
