“ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს მოკლეს დაკვეთით, მოკლეს დაკვეთილი მოტივით. აი სწორედ ამიტომაც 5 წელი დასჭირდა, არ ვიცი კიდევ რამდენი დასჭირდება, მაგრამ მე უკვე ვარ ბრძოლისთვის მზად, იმიტომ რომ იმ პერიოდში ნიკო არ მოუკლავს, ვერ ვიტყვი კონკრეტულ სახელებს და გვარებს. ნიკო მოკლა უბინძურესმა ტვინმა, რომელიც მართავს შემდგომში გარკვეულ სამსახურებს, უბინძურესმა ტვინმა, რომელმაც მოიფიქრა, რომ აუცილებლად უნდა მოკლულიყო ნიკო თავისი თაობის ახალგაზრდების მიერ, მე კიდევ ვიმეორებ, თქვენ წაიკითხეთ ჩემი სტატუსი. ნიკო თავის თაობას არ მოუკლავს, თავისი თაობა არის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც გამოიყენეს. ნიკო მოუკლეს ქვეყანას და მოკლეს შეკვეთით და შეკვეთილი ბრალით, ამიტომ 5 წლის განმავლობაში ყველაფერს გადავხედე ძალიან დაკვირვებით… ფაქტიურად ხელის გულზე მიდევს აბსოლუტურად ყველაფერი უკვე სახელებით და გვარებით, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა… პროკურატურამ, როგორ არია-დარია საქმის ფიგურანტები გახმაურებული სახელები და გვარები. იმ დღესვე უნდა დაეკითხათ, მაგრამ რა მოხდა? – ყველაფერი გააკეთეს, წინ და უკან ატარეს საქმეში არსებული ფიგურანტები და ბოლოს რამდენიმე თვის თავზე მეუბნებიან, იცით რას, რომ არაფერს არ ამბობენ, ვერ მოვასწარით დაკითხვა, იცით დაკითხვაზე არ მოდიან, მაშინ, როდესაც უდანაშაულო ახალგაზრდებს ატყვევებენ, ასისხლიანებენ. ნიკოს მკვლელები უნდა დადიოდნენ გარეთ? მათე დევიძეს , რომელსაც გიტარა ენატრება, რეზო კიკნაძეს რა უნდა ციხეში და ნიკო კვარაცხელიას მკვლელები გარეთ უნდა დადიოდნენ დღეს და პასუხს არ უნდა აგებდნენ. მე აღარ გავჩერდები… მივმართავ მკვლელების მშობლებსაც, მე როდესაც პროტესტი მექნება მათ თუ უნდათ შვილები გადაარჩინონ მოვიდნენ დამიდგნენ გვერდით, მე მათ მივიღებ, მე ბოდიშს მივიღებ, მაგრამ ქვეყანაში არის კანონი, კანონის წინაშე კანონის ძალით მათ შვილებმა უნდა აგონ პასუხი… ჯოჯოხეთიდან ამოუყვანია სინანულს ადამიანი. მე კიდევ ვიმეორებ სისხლი არ მწყურია, შეიძლება წლების მანძილზე სინანულიც დავინახო მათი, ისინიც მსხვერპლები არიან, ასე იყენებენ ბოროტი ადამიანები, ბოროტი სისტემები ასე იყენებენ” – ამბობს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე TV პირველთან ინტერვიუში.
