პროკურატურამ სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი, არა ზოჰრაბიანი ავრცელებს.
ადვოკატის თქმით, კათოლიკოსს სომხეთის დატოვება ეკრძალება და, შესაბამისად, ის ავსტრიაში დაგეგმილ ეპისკოპოსთა კრებას ვერ დაესწრება..
“დღეს უპრეცედენტო მოვლენა მოხდა. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო სრულიად სომხეთის კათოლიკოსის წინააღმდეგ იმ ბრალდებით, რომ მან ხელი შეუშალა არმან საროიანთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას”. – წერს გარეგინ მეორის ადვოკატი Facebook-ზე.
ზოჰრაბიანის მიხედვით, გარეგინ მეორეს სომხეთის დატოვებაც აეკრძალა, რაც, მისი თქმით, წარმოადგენს “მცდელობას, რომ ავსტრიაში დაგეგმილი სომხური ეკლესიის ეპისკოპოსთა კრება ჩაიშალოს”.
სომხეთის სასამართლომ 19 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან აფილირებული ეპისკოპოსი გევორგ საროიანი ოფიციალურ თანამდებობაზე კვლავ უნდა დანიშნულიყო მას შემდეგ, რაც გარეგინ მეორემ ის თანამდებობიდან გადააყენა და სასულიერო წოდება ჩამოართვა.
