წესი 1: იყიდეთ მთლიანი მარცვლები და დაფქვით გამოყენების წინ.
ეს სიახლის შენარჩუნების ყველაზე მნიშვნელოვანი და საუკეთესო წესია. როგორც კი ყავას დაფქვავთ, მისი ზედაპირის ფართობი ასჯერ იზრდება და ჟანგბადი მას მომენტალურად “ესხმის თავს”. დაფქული ყავა არომატის განლევას წუთებში იწყებს, მაშინ როცა მთლიანი მარცვალი მას კვირების განმავლობაში ინარჩუნებს.
წესი 2: შეინახეთ ჰერმეტულ, გაუმჭვირვალე კონტეინერში
დაივიწყეთ გამჭვირვალე ქილები სამზარეულოს დახლზე – ისინი სინათლეს ატარებენ და ყავის საუკეთესო თვისებების განლევას ხელს უწყობენ. საუკეთესო არჩევანია ვაკუუმური კონტეინერი, რომელიც ჰაერს სრულად გამოტუმბავს, ან კერამიკული/უჟანგავი ფოლადის ქილა, რომელიც სინათლეს ბლოკავს. მთავარია, კონტეინერი ჰერმეტულად იხურებოდეს, რათა შიგნით ჟანგბადი არ მოხვდეს.
წესი 3: მოუძებნეთ ბნელი, გრილი და სტაბილური ტემპერატურის მქონე ადგილი
იდეალური ადგილია სამზარეულოს კარადა – ღუმელისა და მზის სხივებისგან მოშორებით.
მთავარია ტემპერატურის სტაბილურობა. მოერიდეთ მაცივარს! იქ არსებული ტენი და უცხო პროდუქტების სუნი ყავას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
