Friday, February 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სარჩელზე BBC-ის პასუხის შემდეგ „ქართული ოცნება“ დავას, „შიდა რეგულაციის მეორე დონეზე“ აგრძელებს

February 13, 2026
სარჩელზე BBC-ის პასუხის შემდეგ „ქართული ოცნება“ დავას, „შიდა რეგულაციის მეორე დონეზე“ აგრძელებს

მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ უპასუხა „ქართული ოცნების“ საჩივარს დეკემბერში გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების გამო, პარტია სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა 13 თებერვალს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ BBC-სგან პასუხი მიიღეს.

„მათ წინასწარვე ჰქონდათ თავის პოზიცია გამჟღავნებული, რომ არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიციაა“, – განაცხადა მან.

პაპუაშვილის თქმით, უკვე მუშაობენ საპასუხო მიმართვაზე, რომელიც „ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე კვლავ BBC-ში უნდა გასაჩივრდეს შიდა რეგულაციის მეორე დონეზე“.

მანამდე ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა BBC-ის კომენტარი, რომლის თანახმადაც:

„დამკვიდრებული საჩივრების პროცესის შესაბამისად, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ვუპასუხეთ მომჩივანს მათ კითხვებზე პასუხის გასაცემად“.

იანვარში საჩივრის მიღების შემდეგ რადიო თავისუფლებასთან კომენტარში BBC-მ დაიცვა ჟურნალისტური ნამუშევარი.
საჩივრით „ქართული ოცნება“ ითხოვს ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღებას შესაბამისი პლატფორმებიდან და BBC-ს მხრიდან საჯარო ბოდიშის მოხდას.
იანვარში პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუკი BBC შიდა რეგულირების მექანიზმებით მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, გააგრძელებენ სამართლებრივ დავას კომუნიკაციების ბიუროში.
„თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს“, – განაცხადა მან მაშინ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხმაური განათლების სამინისტროში
  • “ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ” – ლევან ჯანგველაძის მძღოლი
  • პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე – ვადასტურებ, რომ კონკრეტულმა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოგვმართეს და ჩვენს შორის მოლაპარაკება დაიწყო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge