საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, რომელსაც უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა მამიდაშვილი, ბახვა ჩიქობავა მოუკლეს, ამ ტრაგედიის შემდეგ პირველ პოსტსა და ფოტოებს აქვეყნებს:
“ასე მგონია, რეალობას მოვწყდი.
მოგონებებში ვცხოვრობ და მოგონებებს დავტირი.
54 წელი შენთან ერთად… დაწყებული პირველი სიტყვით, რომელიც დედაჩემს უთხარი ფაფის ჭამის დროს- “გაგაქავ…”, დამთავრებული შენი ბოლო წერილით… უამრავი სიხარულით და ბედნიერებით… ჩემზე და ჩემს შვილებზე ზრუნვით. ბიჭებს რომ ვერ ვერეოდი, ბახვას ვურეკავ, მე მოვრჩი თქვენთან ჭიდაობას-მეთქი და… ოღონდ შენთან არ ჩამეშვა, პატარა ბავშვებივით მიყურებდნენ თვალებში… როგორც ქვემოთ, ფოტოზე, ასე იყვნენ გაშეშებულები შენთან.
რა საშინელი ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ… როდესაც ტირი და იმედის სხივი გულის კუნჭულში მაინც ანათებს და… ისევ ხვდები, რომ მოგონებებს დასტირი…
რა მტკივნეული ყოფილა ეს იმედის სხივი… იქნებ… იქნებ… იქნებ…
ბახვანხულა, ბახვანხო, ბახულია, გეხვეწები რააა…
მამიდა ამბობს, დაველოდებიო…
ვფიქრობ, იქნებ სჯობდეს, იმედის სხივით წავიდეს…
არ ვიცი… რეალობას მოვწყდი…”, – წერს ხათუნა ხოფერია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
ქართველი მებრძოლი, 19 მარტის დილას ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა.
18 მარტს კი უკრაინის ქალაქ ირპენში ორი ქართველი ჯარისკაცი, გია ბერიაშვილი და დათო რატიანი დაიღუპნენ.
1,214 ნახვა