ჩუმად ილაპარაკონ, მათ შორის სუს-ის ხელმძღვანელსაც მივმართავ, ზედმეტს ნუ ილაპარაკეთ, არჩევნების ჩანიშვნა მოგიწევთ წელს – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
გვარამიას თქმით, “ოცნება“ ოქტომბერ-ნოემბერში “მეორედ მოსვლას“ ელოდება და ეს ინფორმაციები მათ ყურადმდეც აღწევს.
მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდში იმედოვნებენ, რომ თუ ოქტომბერ-ნოემბერს გადაიტანენ, სულ დარჩებია.ნ
“ბიძინას სხვა ავტორიტარების თავლში წონა, ფასი და ძალა აღარ აქვს და ხედავენ, რომ ის ვერ აკონტროლებს ქვეყანას. დაიჭირა ყველა, არავინ არ გატყდა, მიიღო კანონები, რომელიც არავის მიუღია, აგვკრძალავს? მაქედანაც ვიპოვით გამოსავალს და ისევე აღგვადგენს, როგორც აგვკრძალავს მაშინ, როცა არჩევნების დანიშვნა მოუწევს. 4 ნომერსაც ისე დაგვიბრუნებს, როგორც წაგვართვა, როცა არჩევნების დანიშვნა მოუწევთ და მოუწევს წელს. მეორედ მოსვლას რომ ელოდებიან ოქტომბერ – ნოემბერში, მიიღებენ იმას, რასაც ელოდებიან, ცოტა ფრთხილად ილაპარაკონ, მათ შორის საკუთარ ჟურნალისტებში, მათ შორის დასახურად გამზადებულ იმ ფორმაციის იმედში, რომელსაც რუხაძე წარმოადგენდა. ჩუმად ილაპარაკონ, მათ შორის სუს-ის ხელმძღვანელსაც მივმართავ, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ, ციხეშიც მოდის ის ამბები, რასაც მათ შორის თქვენივე ტელევიზიებში ლაპარაკობთ, ვიცით რომ მძიმე დღეებს ელოდებით ოქტომბერში და ნომბერში. ამბობენ, რომ ოქტომბერ-ნომებერს თუ გადავიტანთ, ვიქნებით სულ ჩვენ” – ამბობს გვარამია.
