ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს, საბაკალავრო პროგრამებზე მხოლოდ 300 სტუდენტს მიიღებს, მაშინ როცა გასულ წელს ილიაუნის მიერ მიღებულ სტუდენტთა რაოდენობა 3 828 იყო. უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების კვოტა 13-ჯერ შემცირდა. სამაგისტრო პროგრამებზე ილიაუნი 60 სტუდენტს მიიღებს. 2026-2027 სასწავლო წლისთვის მისაღები სტუდენტების რაოდენობის შესახებ დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.
ყველაზე მეტი კვოტა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერგო – 6 650 მისაღები ადგილით, ტექნიკურ უნივერსიტეტს კი – 3 880 ადგილი.
ჯამურად მომავალ აკადემიურ წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა კვოტა 21 300-ით განისაზღვრა.
გუშინ განათლების მინისტრის პოსტზე მყოფმა მიქანაძემ თქვა, რომ ოცნების განათლების რეფორმის მიხედვით, ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება მხოლოდ პედაგოგიკისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობების ფაკულტეტებზე შეეძლება. კვოტები დამტკიცდა სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაშიც
