შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე. “1999 წელს დაბადებული ი.პ. და 1990 წელს დაბადებული მ.რ., ხოლო მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1983 წელს დაბადებული ბ.დ. ბათუმში სხვადასხვა დროს დააკავეს” – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით – “პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ” და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები”
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
