შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ო. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს
როგორც შსს-მ განცხადა – “გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარულ ბაზარში, ცივი იარაღის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა 1960 წელს დაბადებული ზ.ბ.-ს”
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონოსძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ო. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
“პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო” – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
