Tuesday, May 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

შეიძლება თუ არა ქრისტიანებმა ვთქვათ: დიდება უკრაინას, დიდება გმირებს?

March 23, 2022
შეიძლება თუ არა ქრისტიანებმა ვთქვათ: დიდება უკრაინას, დიდება გმირებს?

 

 

შეიძლება თუ არა ქრისტიანებმა ვთქვათ: დიდება უკრაინას, დიდება გმირებს? – აღნიშნული შეკითხვა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ სოციალურ ქსელში განმარტა:

„დღეს ზოგი მორწმუნე ღელავს და ამბობს: დიდება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და დაუშვებელია ქრისტიანმა თქვას: დიდება უკრაინასო. ცდებიან, რადგან დაკვირვებით არ წაუკითხავთ ბიბლია. ნახეთ, როგორ ადიდებს პავლე მოციქული კეთილ ადამიანებს: „დიდება, პატივი და მშვიდობა ყველა კეთილისმოქმედს, ჯერ იუდეველს, მერე კი ბერძენს“. (რომ. 2,10)

ანუ თუ სიკეთეს ემსახურება, დიდება ეკუთვნის ადამიანსაც. იგივე მოციქული გვასწავლის, რომ ყველა დიდება განსხვავებულია, სხვა არის დიდება ღმერთისა და სხვაა დიდება ადამიანისა, “…სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა – მიწიერთა. სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა – ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.“(1 კორ. 15, 40-41)

ანუ ღმერთის ქმნილებათაც აქვთ დიდება, თვით ვარსკვლავებსაც კი, ასევე ადამიანებს და ანგელოზებსაც (ისინიც შექმნილნი არიან), მაგრამ მათი დიდება განსხვავდება ღმერთის დიდებისგან. ამიტომ, არ არის ერთი და იგივე, როცა ვამბობთ „დიდება ღმერთს“ და როცა ვამბობთ „დიდება სამშობლოს“.

შესაბამისად, ქრისტიანებს შეგვიძლია ვთქვათ: დიდება უკრაინას ან დიდება საქართველოს, რადგან ამით უპირველესად, ჩვენს სურვილს გამოვხატავთ, რომ ბოროტებასთან და უსამართლობასთან ბრძოლაში იდიდოს და დიდება ჰქონდეს ამ ქვეყანას და მის ხალხს. დიდება უკრაინას, დიდება მის გმირებს!“, – წერს დეკანოზი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი
  • 1500, 3000 და 4500 ლარი – ნახეთ, ვინ მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას
  • განადგურდა ერთწლიანი კულტურა და ნარგავები – ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge