“ჩემი თანადგომა ილიას უნივერსიტეტს”- ამის შესახებ არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში წერს.
ამოიღეთ ხმა! განათლებას და მომავალს ებრძვიან – წერს სასულიერო პირი.
ოცდაოთხი წლის ილია ჭავჭავაძე საკუთარ თავს ეკითხებოდა: “რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?” ერის გამოღვიძება ილიამ საკუთარი თავის გამოღვიძებით დაიწყო. ის გრძნობდა პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ერის წინაშე.
ილიამ დააარსა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”. ილია იბრძოდა ავტოკეფალიისა და დამოუკიდებლობისთვის. ასეთი იყო დიდი ილია.
დიდი მღვდელმთავრის კირიონის ხელშეწყობით კი 300-ზე მეტმა ახალგაზრდა ქართველმა მიიღო განათლება სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში.
დღეს დიდი ილიას, დიდი კირიონის გზას ებრძვიან. ხელისუფლება ებრძვის პირდაპირი ქმედებით, ეკლესიაში კი — მოსაყდრე შიო და ჯაღმაიძის მსგავსები დუმილით.
ამოიღეთ ხმა! განათლებას და მომავალს ებრძვიან. ქრისტემ მოციქულებს ქადაგება, სიმართლის თქმა დაავალა – დუმილი კი არა” – წერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში.
