Thursday, February 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობილი ქართველი რეჟისორი გარდაიცვალა

February 12, 2026
ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდა ქალი

გარდაიცვალა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ოთარ ბაღათურია. ინფორმაციას ამის შესახებ მოზარდ მაყურებელთა თეატრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოთარ ბაღათურიას შესრულებული აქვს გამორჩეული როლები სხვადასხვა სპექტაკლში, ასევე დადგმული აქვს მნიშვნელოვანი მხატვრული ღირებულების მქონე სპექტაკლები.

„მოზარდ მაყურებელთა თეატრმა უმძიმესი დანაკლისი განიცადა – 84 წლის ასაკში ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თეატრის მთავარი რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო და ა.ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი, ბატონი ოთარ ბაღათურია.

მისი ცხოვრება და საქმიანობა 60 წელზე მეტია მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს თეატრთან. ის იყო ამ დასის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი. მის მიერ შესრულებული როლები სპექტაკლებში „პრინცესა ტურანდოტი“, „მოკვეთილი“, „კიკვიძე“, „მე ვხედავ მზეს“, „რღვევა“, „ქამუშაძის გაჭირვება“, „შეაჩერეთ მალახოვი“, „ბედნიერი ბილეთი“, „კუკარაჩა“, „ჩვენებურები“ და მრავალი სხვა თეატრის ოქროს ფონდის კუთვნილებაა.

ოთარ ბაღათურიას დადგმებია: „დარისპანის გასაჭირი“, „ავი ლომი“, „სათაგური“, „ღამის ამბავი“, „ბანკეტი“, „წითელქუდა“, „იავნანამ რა ჰქმნა“ და სხვა მნიშვნელოვანი მხატვრული ღირებულებით გამოირჩეოდა თეატრის რეპერტუარში.

ჩვენს თეატრში დაიბადა დრამატურგი ოთარ ბაღათურიაც. მისი პიესების „ამიკო“, „მეფე ლირი თავშესაფარში“, „დედამიწა კი მიჰქრის“ ავტორისეული დადგმით პირველი ჩვენება სწორედ ჩვენთან შედგა და შემდგომ არაერთ თეატრში განხორციელდა. დიდია მისი ღვაწლი ქართული დუბლირებული ფილმებისა თუ მხატვრული ფილმების გახმოვანების საქმეში.

ოთარ ბაღათურია აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, მუდამ ამაყობდა საკუთარი სტუდენტების წარმატებით.

ჩვენგან წავიდა არაჩვეულებრივი ხელოვანი, რომლის ვარსკვლავიც 2013 წელს გაიხსნა მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ და რომლის სახელს ვერასდროს დაივიწყებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი“, – ნათქვამია თეატრის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • ილიაუნის რექტორი ახალ რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – “მეტრონომის” ფოტოკოლაჟი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge