Thursday, February 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ის, რაც განხორციელდა სოხუმის უნივერსიტეტის წინააღმდეგ, აჩვენებს როგორი განადგურებულია სახელმწიფოში აფხაზეთის მიმართულება და ჩვენი ეროვნული ინტერესები – პაატა დავითაია

February 12, 2026
ის, რაც განხორციელდა სოხუმის   უნივერსიტეტის  წინააღმდეგ, აჩვენებს  როგორი განადგურებულია სახელმწიფოში აფხაზეთის მიმართულება და ჩვენი ეროვნული ინტერესები – პაატა დავითაია

ხელისუფლების მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გაუქმების შესახებ, დაანგრევს განათლების სისტემას და გაანადგურებს ერთადერთ დევნილ უნივერსიტეტს – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ამ მიდგომით საბოლოოდ დაიხურება – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

“როგორც ცნობილი გახდა, სოხუმის უნივერსიტეტში მიღება მოხდება აგრარულ, ქართულ -აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე. ხელისუფლების პროექტი მთლიანად კლავს სოხუმის უნივერსიტეტს, რომელიც ამ მიდგომით, ალბათ ასამდე სტუდენტს თუ მიიღებს. სოხუმის უნივერსიტეტს არასდროს ჰქონია აგრარული მიმართულება, შესაბამისად საჭირო გახდება აკრედიტაციების გავლა, ქართულ -აფხაზური ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე ინტერესი ძალიან დაბალია და ალბათ, ორი სტუდენტი თუ ჩააბარებს. წამყვანი ფაკულტეტების გაუქმება და ამ გზით სახელმწიფო უნივერსიტეტის „გამოშიგვნა“ აუცილებლად დასრულდება უნივერსიტეტის დახურვით.

სამწუხაროდ, უქმდება უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტები, მათ შორის იურიდიული ფაკულტეტი, რომელიც იყო მეოთხე იურიდიული ფაკულტეტი ამიერკავკასიაში ბაქოს, ერევნის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების შემდეგ. რეალურად დახურულია ის მიმართულებები, რომელიც იყო მნიშვნელოვანი სოხუმის უნივერსიტეტის არსებობისთვის. იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთში ხდება ისტორიის გაყალბება და გადაწერა სეპარატისტების მიერ, სოხუმის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის გაუქმება არის ძალიან ცუდი სიგნალი.

ვწუხვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ეს გზა იმ ფონზე, როდესაც სოხუმში აფხაზეთის უნივერსიტეტი აფორმებს ხელშეკრულებას მოსკოვის უნივერსიტეტებთან, სადაც ხდება ახალგაზრდების მომზადება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ დახურა ერთადერთი ლეგიტიმური სტრუქტურა, რომელიც ინარჩუნებდა ქართულ სულს აფხაზეთში არა მხოლოდ სწავლების, არამედ იმ სოციუმთან დაკავშირებით, რომელიც შენარჩუნებული იყო სოხუმში.

ჩვენ ვნახეთ, რომ ცვლილებები არ შეხებია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ფაკულტეტების შენარჩუნება თავის თავზე აიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, იმავეს გაკეთება შეეძლო აფხაზეთის მთავრობას, რომელიც გადასულია დუმილის რეჟიმში და ორიენტირებულია მხოლოდ ხელფასების მიღებაზე.

ძალიან სამწუხაროა, რომ, მაშინ, როდესაც ერთ ავტონომიას უტოვებენ უნივერსიტეტს უცვლელი სახით, მეორე ავტონომიას უუქმებენ სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამ ნაბიჯში კარგად ჩანს, როგორი განადგურებულია სახელმწიფოში აფხაზეთის მიმართულება და ჩვენი ეროვნული ინტერესები, რაშიც დღეს ჩართულია აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებაც, რომელიც უნივერსიტეტის გაუქმებით ხელს უწყობს ქართული სულის ჩაკვლას აფხაზეთში.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აქვს პოლიტიკური დატვირთვა, ფაკულტეტების დახურვა არის პოლიტიკური ნაბიჯი, რაც ფაქტობრივად გადადგმულია აფხაზეთის აღიარებისკენ. სოხუმის უნივერსიტეტი უნდა მდებარეობდეს არა თბილისში, ის უნდა იყოს სოხუმში, რადგან აფხაზეთის დაბრუნების შემთხვევაში იქნება ძლიერი მესიჯი, თუ როგორ ბრუნდება დევნილი უნივერსიტეტი ქართული სულით, სტუდენტებით და პროფესორ – მასწავლებლებით აფხაზეთში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სოხუმის უნივერსიტეტის შენარჩუნება, მასზე, როგორც დევნილ უნივერსიტეტზე, არ უნდა გავრცელდეს რეფორმის ის პრინციპი, რაც მას დაანგრევს.

ყოვლად მიუღებელია ის, რაც განხორციელდა სოხუმის უნივერსიტეტის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაიბრუნებს დაკარგულ სტატუსს, რადგან ეს უნივერსიტეტი არის სიმბოლო და იმედი აფხაზეთის დაბრუნების, რისთვისაც პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – “მეტრონომის” ფოტოკოლაჟი
  • ცნობილი ქართველი რეჟისორი გარდაიცვალა
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge