ინსულტის გადატანის შემდეგ, ადამიანებს ხშირად ექმნებათ ხელებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი პრობლემები. ხშირად, ორივე ხელის ფუნქცია ერთად ქვეითდება. როცა ინსულტის მიერ ერთი მკლავი უფრო მძიმედაა დაზიანებული, ხშირად მეორის გამოყენებაც რთულდება.
ჯანმრთელი ადამიანის დომინანტ ხელთან შედარებით, ინსულტგადატანილ ადამიანს თავისი ნაკლებად დაზიანებული ხელით ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად შეიძლება სამჯერ მეტი დრო დასჭირდეს.
ეს კი იმედგაცრუების მომგვრელ რეალობას ქმნის. ადამიანები, რომლებსაც ერთი ხელის მძიმე დაზიანება აქვთ, თითქმის მთლიანად მეორე ხელით აკეთებენ ყოველდღიურ საქმეს, როგორიცაა ჭამა, ჩაცმა და საყოფაცხოვრებო ამოცანები.
როცა ეს „კარგი“ ხელი ნელა და მოუხერხებლად მუშაობს, მარტივი საქმეც კი დამღლელი და დამთრგუნველი ხდება; ამის გამო, ზოგიერთი ადამიანი ასეთ საქმეებს მთლიანად ანებებს თავს. განაგრძეთ კითხვა…
