Thursday, February 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

February 12, 2026
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე – ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market – CIBM) მოიპოვა წვდომა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აღნიშნულის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ.

CIBM-ზე დაშვების შესახებ შეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.

შეთანხმების მიხედვით, სებ-მა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მოპოვებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან. 2025 წლის 23 დეკემბერს კი ხელი მოეწერა CIBM ბაზარზე ინვესტირებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულ ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი მომსახურებებით უზრუნველყოფს. მათ შორის, ვაჭრობის, ანგარიშსწორებისა და ობლიგაციების კასტოდიური მომსახურების მხარდაჭერით.

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გაიხსნა ანგარიშები როგორც ჩინეთის ცენტრალურ ბანკში, ისე CIBM ბაზრის სადეპოზიტორო ინფრასტრუქტურებში.

„ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარი უცხოელი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, მათ შორის ცენტრალური ბანკებისთვის, ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე პირდაპირი წვდომის ერთ-ერთი ძირითადი არხია. აღნიშნულ ბაზარზე წვდომა გააუმჯობესებს საქართველოს ეროვნული ბანკის საინვესტიციო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო რეზერვების პორტფელის დივერსიფიკაციასა და რისკების მართვის პროცესის ეფექტურობის ზრდას“ – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თომას ტუხელმა ინგლისის ნაკრებთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა
  • “სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს…” – ზაზა თელია განმარტავს, თუ რატომ არის შილაკი ორგანიზმისთვის საფრთხის შემცველი
  • აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge