Sunday, April 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკრაინელ სპორტსმენს ომში დაღუპული სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის გამო შეჯიბრში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა

February 12, 2026
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკრაინელ სპორტსმენს ომში დაღუპული სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის გამო შეჯიბრში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკრაინელ სპორტსმენს ომში დაღუპული სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის ტარების გამო შეჯიბრში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინელ სპორტსმენს, ვლადისლავ ჰერასკევიჩს დისკვალიფიკაციის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთან, კირსტი კოვენტრისთან შეხვედრის შემდეგ აცნობეს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, სპორტსმენს შესთავაზეს, რომ ჩაფხუტი რბოლის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ეჩვენებინა, ასევე რბოლის დროს შავი სამკლავურის ტარების უფლება მისცეს.

„მესიჯს არავინ არ ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით მე. ეს ძლიერი მესიჯია. სამწუხაროდ, გამოსავლის პოვნა ვერ შევძელით. მსურდა, რომ რბოლაში მონაწილეობა მიეღო“, – აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა.

უკრაინელი სპორტსმენის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„დისკვალიფიცირებული ვარ. ოლიმპიური მომენტის შანსს ვერ მივიღებ“, – განაცხადა ჰერასკევიჩმა.

ვლადისლავ ჰერასკევიჩი მილანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ციგაობა/სკელეტონის შეჯიბრში ასპარეზობს, რომელიც დღეს საღამოს უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ვლადისლავ ჰერასკევიჩს ჩაფხუტის ტარების აკრძალვის შესახებ სამშაბათს აცნობა. კერძოდ, საქმე ეხება ოლიმპიური ქარტიის 50.2 წესს, რომლის თანახმად, „არცერთი სახის დემონსტრაცია ან პოლიტიკური, რელიგიური ან რასობრივი პროპაგანდა არ არის დაშვებული ოლიმპიურ ობიექტებში, არენებსა თუ სხვა ადგილებში“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საუკუნეები გადის, ადამიანები ცდილობენ, მაგრამ მშვიდობა კი არ მტკიცდება მსოფლიოში, არამედ ჩვენ, სულ უფრო და უფრო სახიფათო და საშიში ხდება ამ დედამიწაზე ცხოვრება” – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი
  • “ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ მშვიდობას, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება“ – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი
  • მალაიზიაში, კუნძულ ბორნეოზე ხანძარმა, სულ მცირე, 1000 სახლი გაანადგურა, ხანძრის შედეგად 9 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge