“შერეული ემოციები მაქვს. რა თქმა უნდა ყველას ნახვა მიხარია, ჩემი ცოლ-შვილის პირველ რიგში. მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს რომ არ დაგიმალოთ რომ ადამიანები იქ რჩებიან ჯერ კიდევ, არამხოლოდ ამ ციხეში, აგერ გვერდით ქალთა ციხეში უამრავი ადამიანი გლდანის ციხეში, იქით კიდე საბა. უხერხულობა გარდაიქმნება იმად, რომ მალე ბოლომდე ვიბრძოლებ მათი აქედან გამოსაყვანად. იმიტომ, რომ ასე ვგრძნობთ თავს ყველანი, რაღაცნაირად ნაკლოვანად, მაგრამ მთავარი, ის არის რომ მათი ძალა, შემართება და ენერგია გვაკლია… აქ არის ნიკა, იცით ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, გვერდით ელენე, მიშა, მურთაზი, ხაბე ბევრია და არ მინდა ვინმე გამომრჩეს… მზია ბრმავდება გვერდით აგერ ქალთ ციხეში, საბა აწამეს ისიც რუსთავშია, უამრავი ბიჭი, თუ ასაკიანი ადამიანი ზის ციხეში სამშობლოს სიყვარულისთვის… ეს ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, ვიდრე აქადე იყო” – თქვა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გათავისუფლების შემდეგ.
