„სრულიად სამარცხვინოა ჩვენი ფიგურული მოსრიალე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. რვიდან ექვსი სპორტსმენი რუსეთის მკვიდრია, რუსეთის სპორტის ნაწილია ან მჭიდროდ არის დაკავშირებული ოკუპანტ ქვეყანასთან“, – ამის შესახებ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სრულიად სამარცხვინოა ჩვენი ფიგურული მოსრიალე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. რვიდან ექვსი სპორტსმენი რუსეთის მკვიდრია, რუსეთის სპორტის ნაწილია ან მჭიდროდ არის დაკავშირებული ოკუპანტ ქვეყანასთან. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დროშა გამოატანინეს ეთერ თუთბერიძის ქალიშვილს. თუთბერიძე პუტინის მხურვალე მომხრეა და ამართლებს უკრაინის წინააღმდეგ ომს და საქართველოს ოკუპაციას. მოვუწოდებ მსოფლიოს, არ აღიქვა ეს ნაკრები საქართველოს წარმომადგენლად და არ მეგონა თუ ამას ოდესმე ვიტყოდი, მოვუწოდებ ქართველებს, გაემიჯნონ ამ ნაკრებს, ვინაიდან მისი სახით რეჟიმმა შემოგვასაღა რუსეთის ჩრდილოვანი ნაკრები. თავის დროზე ელენე გედევანიშვილი რუსეთიდან გამოაგდეს იმიტომ, რომ არ დათანხმდა გარუსებას, ესენი კი პირიქით მოქმედებენ. ჩემს დროს ფუნქციონირებდა ოთხი ყინულის მოედანი, ახლა არცერთი. ალისას მიყვანა გვინდოდა და ყველა დაკეტილია. მე გუდაური გავადიდე სამჯერ. გავხსენი ახალი სათხილამურო ტრასები აჭარაში, მესტიაში, თეთნულდზე. ივანიშვილმა შეაჩერა თეთნულდის განვითარება. აქაოდა რად გვინდა თეთნულდი, როცა სოჩა არსებობსო. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა დიდი ყინულის სასახლის მშენებლობა. ჯაყომ პროექტი შეაჩერა და არსებული მოედნები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში დახურა. სამაგიეროდ, გარუსებული Этери Тутберидзе და მისი მოსკოვური არენა შემოგვთავაზა“, – წერს სააკაშვილი.
